სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ
„სოციოლოგიის “ საბაკალავრო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტის ნანა ვეშაგულის განცხადების 13314/30; 26.07.2023 საფუძველზე ვბრძანებ:
1. შეიქმნას სტუდენტ ნანა ვეშაგულის ფინალური საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში ,,მსოფლიო პოლიტიკური რუკის ტრანსფორმაცია “ შემდეგი შემადგენლობით:
- სანდრო ტაბატაძე –ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
- ზვიად აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი; კომისიის მდივანი;
- გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი.
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.